ვიდეო
ორგზის ჩემპიონი კალათბურთელი გოგონები ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე კალათბურთელი გოგონები ქუთაისიდან იმერეთის ორგზის ჩემპიონები არიან.
სპორტის მემატიანის, ზურაბ ჯავახაძის თქმით ქუთაისში, პირველი კალათბურთელ ქალთა ნაკრები 1928 წელს შეიქმნა. 1929 წელს კი წარმატებით იასპარეზეს ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის პიონერთა სპარტაკიადაზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. პიონერთა საკავშირო პირველობაზე კი, რომელიც მოსკოვში გაიმართა, 16 გუნდს შორის ქუთაისელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. 

კალათბურთის გოგონათა ნაკრები ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია. გუნდში, ქუთაისის მასშტაბით დღესდღეობით, 60–მდე გოგონა ვარჯიშობს. 

Print