ვიდეო
ვერიკო, ტიციანი, პაოლო, ... - ცნობილი ქუთაისელების ატესტატები (ვიდეო)
FaceBook
მე-20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი მოღვაწეების საატესტატო მოწმობები ქუთაისის ეროვნულ არქივშია დაცული.

საარქივო მასალები ქალაქში არსებული ყველა სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა საქმეებს ინახავს.

ისინი ძირითადად 1850 – 1921 წლამდე პერიოდს განეკუთვნება.

ქუთაისის ეროვნულ არქივის ხელმძღვანელის, მერაბ კეზევაძის ინფორმაციით, უნიკალურ ფონდებში ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზიის (ახლანდელი პირველი საჯარო სკოლა) 7 962, წმინდა ნინოს ქალთა პირვველი სასწავლებლის (ახლანდელი მესამე საჯარო სკოლა) 2 562 კურსდამთავრებულის მონაცემებია დაცული.

ცნობილი ადამიანების ატესტატები და მათი საგამოცდო ნაშრომები იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ვიდეოში:

Print