ვიდეო
რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
FaceBook
3 ნოემბერს ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნება.

რეაბილიტაციის შედეგად, რომელიც ხუთი თვე მიმდინარეობდა,  ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.

რა მოსწონთ და რა არა განახლებული თეთრი ხიდის? - ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:

"იმედია ჟანგის ფერი არ დარჩება და ისეთი ხარისხის საღებავით დაიფარება, რომ გაუძლებს"



მერიის ინფორმაციით, ხიდი 3 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება.

"ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.

ამ დროისთვის თეთრ ხიდზე ტექნიკური სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. მათ შორის სანათების მონტაჟი და იატაკის ზედაპირის გალაქვა," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დახარჯა.
Print