ვიდეო
ქუთაისელები საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე - გამოკითხვა "ქუთაისიპოსტი" (ვიდეო)
რას ფიქრობენ ქუთაისელები საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე? - აღნიშნულ საკითხზე "ქუთაისიპოსტის" მიერ შემთხვევით შერჩევის პრინციპით ქუთაისში 40 ადამიანი გამოიკითხა.

აქედან, 36 ადამიანს მიაჩნია, რომ მთავრობამ პრინციპული მოლაპარაკებების რეჟიმი უნდა აწარმოოს რუსეთთან და ჩართოს ამ პროცესში უცხოური მხარე. ხოლო, 4 რესპონდენტის თქმით, რუსეთთან მისი სიძლიერის გამო ვერაფერს გავხდებით. 
იხილით ვიდეო - გამოკითხვა




ეგრეთ წოდებული საზღვარი, გორის რაიონში, დაახლოებით ერთი კილომეტრით რამდენიმე დღის წინ გადმოწიეს. აღნიშნული ქმედებით, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე BP-ს ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. 
ლანა კოკაია
Print