ვიდეო
გზაზე ერთი კაცი მიდის ოკუპაციის გასაპროტესტებლად (ვიდეო)
FaceBook
გიგა მაქარაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ის, ასევე სამოქალაქო აქტივიზმითაა დაკავებული. ამბობს, რომ პროტესტის ამ ფორმას სხვების გასააქტიურებლად მიმართა. ის უკვე მეშვიდე დღეა გზაშია და ნახევარი გზა ენგურის ხიდამდე უკვე გავლილი აქვს. 



თბილისიდან ის რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად მარტო წამოვიდა.



თუმცა, გზადაგზა ეხმიანებიან მეგობრები, აჩერებენ უცნობები და ამხნევებენ, რაც ძალასა და მოტივაციას აძლევს.

მისი თქმით, ამ პროტესტი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აქტუალიზაციაა. 



გიგას აზრით, მძიმე სოციალური პირობების ფონზე ოკუპაციის თემა უკან პლანზე იწევს, რაც დაუშვებელია. ის ამბობს, რომ სწორედ ეს იყო მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი. 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი - გალი. კონფლიქტის შედეგად საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე. ომს ემსხვერპლნენ როგორც ქართველი, ასევე, აფხაზი მშვიდობიანი მოქალაქეები. აფხაზეთში მცხოვრებ ათასობით ქართველთან ერთად საკუთარი სახლების დატოვება იქ მცხოვრებ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც მოუწია.

Print