ვიდეო
ქუთაისელები მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტზე გატანაზე (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს მთავრობამ მარიხუანას კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანის წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანის წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

რას ფიქრობენ ქუთაისში ახალ ინიციატივაზე, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:

Print