ვიდეო
ქუთაისელები 18 წლამდე პირთა დაქორწინების კანონით დარეგულირებაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
"არამგონია კანონით შესაძლებელი იყოს ამის დარეგულირება. ჩემი აზრით, ამ საკითხს კანონი არ სჭირდება".


უნდა რეგულირდებოდეს თუ არა კანონით 18 წლამდე პირთა დაქორწინება?- ამის შესახებ "ქუთაისიპოტმა" შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 50 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხულიდან მხოლოდ 10 ამბობს, რომ 18 წლამდე ქორწინება კანონით დასჯადი უნდა იყოს, ხოლო დანარჩენები არასრუწლოვანთა ქორწინებას არ ემხრობიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ კანონით ამ საკითხის დარეგულირება შეუძლებელია.
"არამგონია კანონით შესაძლებელი იყოს ამის დარეგულირება. ჩემი აზრით, ამას კანონი არ სჭირდება. უბრალოდ, ჩვენ ადამიანებმა უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენს თავში გავაცნობიეროთ, ჯერ პიროვნებად უნდა ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ უნდა შევქმნათ ოჯახი", - ნახეთ ვიდეო გამოკითხვა: 



სახალხო დამცველის ინიციატივით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანაა საჭირო, რომლის თანახმადაც 16-დან 18-წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებრთვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება.
Print