ვიდეო
შეფასებები მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე (ვიდეო)
FaceBook
მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, ლეგალური გახდა მარიხუანას მხოლოდ მოხმარება.

რას ფიქრობენ ქუთაისელები მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებაზე:




გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. სასამართლომ პარტია "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეეხებოდა.

პარტიის თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

სარჩელის ავტორების თქმით, მარიხუანის მოხმარება პიროვნების თავისუფალი არჩევანია და მისი მოხმარებით ზიანი მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას მიადგეა და ის თავადვეა პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

მარიხუანას მოხმარება 500 ლარიან ჯარიმას ან ერთიდან ექვს თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებდა. 
Print