ვიდეო
ნიგერიელების ეკლესია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
მირაქლ ოსაქუე ნიგერიელი სტუდენტია. იგი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინას შეისწავლის.

მირაქლი პროტესტანტული ეკლესიის პასტორიც არის. მან ქუთაისში, თავის სახლში პატარა ეკლესია დააფუძნა, სადაც ღვთისმსახურება კვირასა და ხუთშაბათს იმართება. ეკლესიის ძირითადი მრევლი ნიგერიელი სტუდენტები არიან.

მირაქლი აღნიშნავს, რომ მათ ბევრი ქართველი მეგობარი ყავთ, თუმცა, ისინი მათ ეკლესიას არ სტუმრობენ.

"ამის მიზეზი ალბათ ენობრივი ბარიერია (მსახურება ინგლისურ ენაზე მიდის), ასევე შიშია უცხოს მიმართ", - აღნიშნავს მირაქლი.

ნიგერიაში მოსახლეობის 40 % ქრისტიანია, ძირითადად - კათოლიკები და პროტესტანტები.

თავად მირაქლიც ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. თინეიჯერობიდან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ბიბლიის შესწავლას აგრძელებს საქართველოშიც.


Print