ვიდეო
საქართველოს პარლამენტის ტერიტორია, რომელიც მოუვლელია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია.
საკანონმდებლო და მთავრობის სახლის მიმდებარე სივრცე წლებია მოუწესრიგებელია. 

2017 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის და მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. მისი თქმით, გარემონტდებოდა პარლამენტის შენობაც. კობახიძე ამბობდა, რომ გარეთ უნდა მოწყობილიყო ავტოსადგომი, უნდა მოპირკეთებულიყო შენობის შესასვლელი, მომხდარიყო გამწვანება და მოწყობილიყო პარკი. 

დღეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ასე გამოიყურება: 



თუ რატომ არ მოხდა პარლამენტის შენობის და მისი მიმდებარე ტერირიტორიის მოწესრიგება პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამაზე  წერილობით გვიპასუხებენ. საკანონმდებლო ორგანოდან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ტერიტორია ორი კვირის წინ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა"  მოაწესრიგა. 

Print