ვიდეო
"უსაფრთხოება იწერება სისხლით" - ტყიბულელები შახტის შესაძლო დახურვაზე (ვიდეო)
FaceBook
ტყიბულში ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ მინდელის სახელობის შახტი უნდა დაიხუროს, ხოლო ნაწილი თვლის, რომ შახტის დახურვით ტყიბულში ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

მათი აზრით, ერთადერთი შემოსავლის წყაროს დახურვაზე კი არა, უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე უნდა იფიქრონ.

"შახტის ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს. ადრეც მუშაობდა იქ ხალხი, მაგრამ ამდენი არ იღუპებოდა", -  ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:



ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6-მა კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.


16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ უსაფრთხოების ნორმების დაცვამდე შახტის დახურვაზე ისაუბრა. ხოლო კომპანია "საქ ნახშირმა" მზადყოფნა გამოთქვა შახტი უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "საქნახშირი" მინდელის სახელობის შახტში ნახშირის მოპოვებით სამუშაოებს მხოლოდ ორი კვირით აჩერებს.

სამუშაოების შეწყვეტის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჯამბულატ ჯაყელმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, წარმოება განსაკუთრებულ რეჟმზე გადადის, რაც ნახშირმომპოვებელ უბნებზე პროცესის ორი კვირით შეჩერებას ითვალისწინებს, ხოლო არამოპოვებით უბენზე პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

რას ნიშნავს კომპანიის ეს განცხადება და გაგრძელდება თუ არა სამუშაოები იმ შახტში, სადაც ორი დღის წინ მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა, უცნობია.

"საქნახშირის" ადმინისტრაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.


ამავე თემაზე:

„საქნახშირი“ შახტში მოპოვებით სამუშაოებს მხოლოდ ორი კვირით აჩერებს

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"

Print