ვიდეო
ბოლო გაჩერება - მიტოვებული მატარებლის ვაგონები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
მატარებლის ხუთამდე ვაგონი ქუთაისის რკინიგზის სადგურში წლების წინ ბოლოჯერ გაჩერდა.

დღესდღეობით მიტოვებული, ჟანგმოდებული ვაგონები გაძარცვულია და მცენარეებით არის დაფარული. შემორჩენილი ნაწილები კი იქვე ახლოს არის მიმოფანტული.






ვაგონების ბოლო გაჩერება



საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული ქონება რკინიგზამ აუქციონის გზით გაყიდა და მისი გატანის ვალდებულება გამარჯვებულ კომპანიას აქვს. თუმცა, კონკრეტულად როდის მოხდება ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან, რკინიგზაში ვერ ასახელებენ.


რას უშვრებიან გამოუყენებელ მატარებელს საზღვარგარეთ?

საქართველოში არსებული პრაქტიკით, გამოუყენებელი მატარებლის ვაგონებს ჯართად აბარებენ. საზღვარგარეთ კი მათ სხვა ფუნქციას უძებნიან.

გამოცემა "Wide Open Spaces" -ს მიხედვით, გამოუყენებლ მატარებლებსა და ვაგონებს ოკეანის ფსკერში უშვებენ. მანამდე მათ ასუფთავებენ. ფოტოგრაფი სტივენ მელონი მატარებლების და მათი ვაგონების ამ პრცესს იღებს.

გამოცემის ცნობით, ვაგონების ოკენის ფსკერზე გაშვება სულაც არ ნიშნავს გარემოს დაბინძურებას და ის, პირიქით, ოკეანისთვის სასარგებლოა.

ოკეანის ფსკერზე ჩაშვების შემდეგ ვაგონები თევზებისა და წყალმცენარეებისთვის საცხოვრებელი სახლი ხდება.

გამოცემის თანახმად პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღემდე უკვე 3 000 მატარებელი და გემი ჩაუშვეეს ოკეანის ფსკერზე.

სტივენ მელონის ფოტოები:



Print