ახალი ამბები
ყველა ერთად - ანასთვის - საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში ( ვიდეო)
FaceBook
35 წლის ანა კერესელიძეს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 1 ივლისს ჩატარდება.


კონცერტზე უსასყიდლოდ მონაწილეობენ მომღერლები: ოთიკო კვალიაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თამუნა გიორგაძე, ჯგუფი "სამი ზნე", ჯგუფი "მუზეუმი" და ჯგუფი "four lines".

ანას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. 

ანას ლეიკემიის ყველაზე რთული ფორმა აქვს. ის ამჟამად მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის.

იმისთვის, რომ გადარჩეს მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 120 ათასი დოლარი ღირს. 

თითოეული გაყიდული ბილეთი ანას გადარჩენის შანსია.

მოდი საქველმოქმედო კონცერტზე და მიიღე მონაწილეობა სიცოცხლის გადარჩენაში. 

ბილეთების შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე - 593 40 21 88  ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია მესხიშვილის თეატრის სალაროშიც. ბილეთების ფასი: 20, 15 და 10 ლარია. 

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები არიან: საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი" - kutaisipost.ge, ქუთაისის მერია.

ამავე თემაზე:

"გთხოვთ დამეხმაროთ, სიცოცხლე მინდა" - ანა კერესელიძეს დახმარება სჭირდება
Print