ვიდეო
26 მაისი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ჩატრადა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, სადაც დამთვალიერებლებს მისი გაცნობისა და გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდა. 

ღონისძიებები ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე ჩატარდა.

ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართა, მოეწყო XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, იყო წარმოდგენები პანტომიმისა და ნიღბებით შემოსული მსახიობების მონაწილეობით და ასევე, საბავშვო წარმოდგენები. 



2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

26 მაისის ღონისძიებების სამზადისი ქუთაისში (ფოტო)
Print