ვიდეო
სამასწლოვანი ხის ეკლესია ხუნჯულაურში (ვიდეო)
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნჯულაურის ეკლესიის შენობა ერთ ერთი იშვიათი ნაგებობაა საქართველოში. ეკლესია ხისაა და მისი არსებობა სამას წელს ითვლის.
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ იდგა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი. თუმცა  ყველაზე დიდი პრობლემა საბჭოთა ტერორის დროს შეექმნა. მათ სცადეს ეკლესიის დაწვა, დანგრევა.

ეკლესიას სამი ზარი ჰქონდა, აქედან ორი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ წაიღო. მესამე კი მოსახლეობამ გადამალა. თუმცა ტაძარი ვერ დაიცვეს  მძარცველებიდან. დაიკარგა ხატები და ისტორიის ამსახველი დოკუმენტები.

ეკლესიის მსახურები სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო საქმეშიც იყვნენ ჩართულნი.ტაძრის წინ სკოლაც არსებულა.



Print