ვიდეო
ქუთაისელები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. 
ის მის მიერვე დაფუძნებულ "ქართულ ოცნებას" უხელმძღვანელებს.

"პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა", - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორ აფასებენ ქუთაისში ივანიშვილის  პოლიტიკაში დაბრუნებას ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:



ამ დროისთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც 2016 წლის 14 მაისს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე აირჩიეს.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print