ვიდეო
ჩსწ -ს ქუთაისელი კონკურსანტი - როგორ "განდევნა" ცოლი სამზარეულოდან (ვიდეო)
FaceBook
დღეს "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ჩემი სამზარეულოს წესების" მეორე სეზონი იწყება. პირველ გადაცემას ქუთაისი მასპინძლობს.

კონკურსის ქუთაისელი მონაწილეები რძალ-მაზლი გოჩა უგლავა და დიანა გიორგაძე არიან.

კონკურსანტები დეტალებზე არ საუბრობენ. სამაგიეროდ, გოჩა უგლავა "ქუთაისიპოსტს" უყვება, როგორ დაიწყო სამზარეულოსთან მისი სიყვარული და როგორ "განდევნა" მეუღლე სამზარეულოდან.

გოჩას თქმით, სამზარეულოში საინტერესო შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა. წლების მანძილზე, დაოჯახებამდე მარტო ცხოვრებამ "იძულებული" გახადა კერძები თავად მოემზადებინა. დღეს კი კულინარია მისი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა.

გოჩა ყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა მისი მეწყვილესათვის სიურპრიზი იყო. ამბობს, რომ აპლიკაცია ჩუმად შეავსო. გოჩას თქმით, კონკურსში გამარჯვებას, კრეატიული ხედვით, ქუთაისის სახელით აპირებენ.


Print