ვიდეო
პალმების მოუვლელი ხეივანი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანში ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო მოშლილია.

რა მდგომარეობაში ახლა ხეივანი და როგორია ადგილობრივების შეფასება, ნახეთ ქუთაისიპოსტის მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში:



მიმდინარე წლის 5 იანვარს, წყამომარაგების კომპანიამ მიწისქვეშა ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, ხეივანში რამდენიმე ძირი პალმა ამოთხარა. კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენთან საუბარში ამტკიცებდა, რომ ინფრასტრუქტურა ერთ კვირაში აღდგებოდა. თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ხეივნის აღნიშნული მონაკვეთი კვლავ დაზიანებულია.

პალმების კილომეტრ-ნახევრიანი ხეივანს ორივე მხარეზე ველობილიკი გასდევს, თუმცა დღეისათვის ეს უკანასკნელიც ამორტიზებულია.

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი 2011 წელს მოაწყვეს. იმ დროისთვის "ვაშინგტონის" ჯიშის უნიკალური მცენარის 300 ძირი პალმა დაირგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური ღამის განათება, დაიგო ფილები და მინდვრის საფარი. ხეივანშ ქვის დეკორატიული ძელ-სკამები დადგეს, შეიცვალა მიმდებარე შენობების იერ-სახეც. პალმების ხეივნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 960 000 ლარი დაიხარჯა.

Print