ვიდეო
მეხანძრე-მაშველი - მუდმივი მზადყოფნა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "უჩინარი პროფესიები".
რომლის მიზანია არაპოპულარული. თუმცა, ძალიან საჭირო პროფესიების წინ წამოწევა, მათ როლზე მნიშვნელობის ხაზგასმა და პოპულარიზაცია. რუბრიკის ფარგლებში მასალა მზადდება თვეში ერთხელ. "უჩინარი პროფესიების" მორიგი სტუმარი იმერეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მეხანძრე-მაშველი, თენგიზ შალამბერიძეა.

მეხანძრე-მაშველად ის 2010 წლიდან მუშაობს, ამბობს რომ ამ პროფესიას მუდმივად თავდადება და განვითარება სჭირდება. ის მონაწილებას იღებდა ტყიბულში 2017 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების გადაჩენის ოპერაციაში, ასევე აქტიურად იყო ჩართული 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში. მისი თქმით, რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ რამდენ ადამიანს დახმარებია. თუმცა,  სიამყით აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაზე ერთნაირი პასუხისგებლობით და მონდომებით მიდის.

როგორია მეხანძრე-მაშველის ერთი სამუშაო დღე ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:




ამავე თემაზე :

27 წლის ასაკში არჩეული პროფესია (ვიდეო)

მებაღე, რომელიც 44 წელია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს (ვიდეო)

კოსტუმების მოდელიორი - 20 წელი მესხიშვილის თეატრში (ვიდეო)

სუფთა ქალაქისთვის ზრუნვა ნარინჯისფერი ფორმით (ვიდეო)

ადამიანი ტკბილი პროფესიით (ვიდეო)

თვითნასწავლი მზარეული ქუთაისიდან (ვიდეო)

წყალმომარაგებაზე ზრუნვა - ადამიანი, უჩინარი პროფესიით ( ვიდეო)

36 წელი ეროვნულ არქივში (ვიდეო)

რკინიგზის სადგურის გამხმოვანებელი - 27 წელი მგზავრების სამსახურში (ვიდეო)
Print