ვიდეო
ვითარება რეაბილიტირებულ და შესაკეთებელ ლიფტებში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში შეკეთებული და სარეაბილიტაციო ლიფტები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
მათ შორის, ძირითადი განსხვავება ის არის, რომ რეაბილიტირებული ლიფტი ასე თუ ისე მუშაობს. ამის გარდა, კაბინაც არ არის გამოყენებული სხვადასხვა სათავსოებად. ნახეთ ვიდეო:



ქუთაისში ლიფტების რეაბილიტაციას მერია ახორციელებს. ეს კი პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ხდება, სადაც გადასახდელი თანხის 90% -ს მერია, ათს კი ამხანაგობა იხდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობა ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. მერიის საბინაო სამსახურში გასულ წელს ლიფტების შეკეთების მოთხოვნით 13 განაცხადი შევიდა, რომელთა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვა ორჯერ გამოცხადდა. პირველი შესყიდვა გასული წლის 22 მარტს გაკეთდა (SP170004586), სადაც მერია რვა ლიფტის მოსაწყობად 131 900 ლარს იხდიდა.

რამდენიმე ათასიან ტენდერში მონაწილოებას მხოლოდ ორი პრეტენდენტი, "ბერძელქვა-20" და "ტექ სერვისი + " იღებდა. პირველმა კომპანიამ ლიფტების შეკეთების სანაცვლოდ 105 523 ლარი მოითხოვა, ხოლო "ტექ სერვისი+"- მა, 109 900, რის გამოც, მერიამ "ბერძელქვა-20"-სთან გააფორმა ხელშეკრულება.  იგივე კომპანიები მონაწილეობდნენ მეორედ გამოცხადებულ სახელმწოფო შესყიდვაზეც (SP170009685). ტენდერში ხუთი ლიფტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მერიამ 118 753 ლარი განსაზღრა. გამარჯვებული აქაც მერიის მიერ მოწონებული კომპანია "ბერძელქვა-20" გახდა. ხელშეკრულება მხარეებს შორის 104 453 ლარზე გაფორმდა.

მართვის ფარი მიკროკონტროლერით აღჭურვა, გამოძახების პანელის, კაბინის კარების ამძრავით მოწყობა, ბაგირის გამაგრება, კაბინის კედლების მოწყობა,  კარების გამღები და ჩამკეტის მოწყობა,  სალარო აპარატი, ლიფტის კარის ფრთა, ლითონის ზღურბლი, ლინოლიუმი, სარკე, რედუქტორის ზეთი, ლიფტის შახტაში მექანიკური კვანძის გამართვა, კარების ფრთის რემონტი, ბაგირის ჩასაბმელი, ლამინატი ჩარჩოებისთვის, პირმწონის მიმართველი სამაგრებით  - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც სახელშეკრულები დოკუმენტის მიხედვით,  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოეწყო. თუმცა, ნათლად ჩანს რომ კომპანიას ამ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი აქვს შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ მერიის გასული წლის ფავორიტი კომპანია (ლიფტების შეკეთებაზე) არა მხოლოდ 2017 წელს "აწესრიგებდა" ლიფტებს, არამედ ის 2016 წელსაც ლიდერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის. "ბერძელქვა-20"-ის მიერ რელიბილიტირებული ლიფტი შეკეთებიდან რამდენიმე თვეში მწყობრიდან მაშინ გამოვიდა, როცა მოქალაქემ ლიფტში შესვლას აპირებდა. საუბარია, აღმაშენებლის გამზირის #142-ში არსებული შვიდი თვის წინ რეაბილიტირებული ლიფტზე. ნახეთ ვიდეო:



მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი არაბიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ლიფტი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ობიექტია, რომელიც კვალიფიცირად უნდა გაკეთდეს. თუმცა, საბინაო სამსახურში საფრთხის დანახვა გაუჭირდათ, როცა აღმაშენებლის გამზირის #142-დან ლიფტის დაზიანებაზე მიმართეს.

სამაგიეროდ, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს მოსახლეობას კომპანია "სი ეი აი ინთერნეიშენალი" , რომელიც კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საფრთხისშემცველი სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყოველ სამ წელიწადში პერიოდული ინსპექტირება აუცილებელია და მოსახლეობას კომპეტენტური შემსრულებელი კომპანიისთვის მიმართვას ურჩევენ.





ამავე თემაზე:

ჩავარდნილი ლიფტი, რომელსაც ქუთაისის მერია სახიფათოდ არ მიიჩნევს (ვიდეო)

ქუთაისში ლიფტი შეკეთებიდან მესამე დღეს მწყობრიდან გამოვიდა

Print