ვიდეო
შოკოლადი, ფეხბურთის ბურთი - სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილები (ვიდეო)
FaceBook
რიფსიმე მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. რიფსიმეს თქმით, ახალი წლისთვის მათ პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობაც არ აქვთ. ის ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა #205 ში ცხოვრობს.

ხუთი მცირეწლოვანი შვლის დედა საწოლზე, თბილ გადასაფარებლებზე  და ლეიბზე ოცნებობს. მისგან სრულიად განსხვავებული სურვილები აქვთ შვილებს. თოვლის ბაბუას მათ უკვე წერილები მიწერეს, სადაც 14 წლის ანამარიას ტელეფონი და საბავშვო კოსმეტიკა სურს, ლუკას სათამაშო მანქანა და შოკოლადები, ნიკას ფეხბურთის ბურთი,  სამი წლის გიორგის სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო მანქანა და შოკოლადები სურს.

ჩვენთან საუბარში ბავშვები ამბობენ, რომ მათ თოვლის ბაბუისგან საჩუქარი არასდროს მიუღიათ წელს კი 31 დეკემბრის მოსვლას მოუთმენლად ელიან. ნახეთ რა სურვილები აქვთ ბავშვებს ნახეთ  ვიდეოსიუჟეტში:


Print