ვიდეო
ხელოვნებით გატაცებული ქუთაისელი სტუდენტის გზა მიმტანობიდან კაფეს მენეჯერობამდე (ვიდეო)
FaceBook
სალომე კერესელიძე მესამე კურსის სტუდენტია, წერს ლექსებს, იღებს ფილმებს,  არის ფოტოგრაფიით გატაცებული და რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული.

სწავლისა და არტ საქმიანობის პარალელურად,  სალომე ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში მუშაობს. სალომე კაფეს მენეჯერია. თუმცა, კაფესთან თანამშრომლობა მიმტანის პოზიციით დაიწყო,  რის შემდეგაც დააწინაურეს.

"მიმტანად მუშაობა სწავლის გადასახადის დასაფარად დავიწყე. ზოგადად,  მიმაჩნია რომ აუცილებელია სწავლის პარალელურად ახალგაზრდები შრომობდნენ. შრომის კულტურის დანერგვა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა განაკუთრებით მნიშვნელოვანია", - მიაჩნია სალომეს.


Print