ვიდეო
ცხოვრება თაგვების და მარტოობის შიშში (ვიდეო)
FaceBook
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი ალბერტან ჩხაიძეა.

ალბერტან ჩხაიძე ერთ-ერთია იმ ბენეფიციარებიდან, ვისაც საახალწოო ნობათი საჩუქრად გადაეცემა.

25 დეკემბრიდან  ალბერტანს  "მადლიერების სახლის" წარმომადგენლები საახალწლო ნობათ ქუთაისში ხუნდაძის ქუჩა #51-ში მიუტანენ . სწორედ აქ ცხოვრობს 80 წლის მოხუცი.

ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცემათ. კუთვნილი ნობათის მისაღებად ბენეფიციარებს დრო 25-დან 28 დეკემბრამდე აქვთ.

ალბერატან ჩხაიძე, სოციალურად დაუცველია და დახმარების სახლით ყოველ თვეში 50 ლარს  და 180 ლარიან პენსიას იღებს. ის სადარბაზოს საწყობში უკვე 9 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი ოთახი იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად  ორ ადამიანს გაჩერება უჭირს. იატაკი ამომტვრეულია და ღამით თაგვების ეშინია.

ყველაზე მეტად სუფთა საცხოვრებელი ოთახი და საჭმელი ენატრება. გვიყვება, რომ სახალწლო განწყობა არ აქვს, რადგან იცის რომ კერძისთვის პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებს. 

სად და რა პირობებში უწევს ცხოვრება 80 წლის ალბერტან ჩხაიძეს, რას ცვლის მოხუცისთვის ერთჯერად გადცემული საახალწლო ნობათი ნახეთ ვიდეოსიუჟეტში: 



ქუთაისის მერია 2017 წელს საახალწლო ნობათებს 2 000 ბენეფიციარს გადასცემს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 980 ლარი დაიხარჯება. ანალოგიური პროექტი 2016 წელსაც განხორციელდა. მაშინ 3 084 სოციალურად დაუცველს 71 500 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცეს.

ამავე თემაზე:


"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი

"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს
"ორი მცირეწლოვნის დედა ვარ და ვითხოვ თავშესაფარს" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)

"ვცხოვრობთ უმძიმეს პირობებში" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)

"ზოგჯერ ბავშვები დაჩოქილები ჭამენ" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)
Print