ვიდეო
პრომეთეს მღვიმის უანგარო დარაჯი (ვიდეო)
FaceBook
გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეს 27 წლის განმავლობაში ძაღლთან ერთად იცავდა.

აქედან, 11 წელი მას ხელფასს არავინ უხდიდა. 

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს გიორგი ტყაბლაძეს 85 წელი შეუსრულდება. გაწეული ღვაწლისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ ის ღირსების ორდენითა და მადლობის სიგელით დაჯილდოვა, ასევე გადაეცა ფულადი ჯილდოც.

უფრო ადრე კი, 2010 წელს მღვიმის ერთ-ერთ გამოსასვლელთან მისი ძეგლი გაიხსნა.

პრომეთეს მღვიმის დარაჯის შესახებ ნახეთ ვიდეო:


Print