"ეს არის მთლიანი სისტემის ბრალი" - ქუთაისელები მოზარდებში ძალადობაზე (ვიდეოგამოკითხვა)
19:20 / 04.12.2017
რა იწვევს მოზარდებს შორის აგრესიას, როგორ უნდა იცავდნენ
მშობლები და მასწავებლები ახალგაზრდების სიცოცხლეს, ამ კითხვით
"ქუთაისიპოსტმა" გამოკითხვა ჩაატარა.
მოზარდების სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის გამოკითხულთა ნაწილი საჭიროდ
კონტროლის გამკაცრებას მიიჩნევს, ზოგი თვლის, რომ მცირეწლოვნების
აღზრდასა და ქცევაზე პასუხი მშობლებმა უნდა აგონ.
"მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან მშობლებმა," - ნახეთ
ვიდეოგამოკითხვა:
წყალტუბოში 15 წლის მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის,
ღამის საათებში მოხდა. ასევე, მოზარდებს
შორის დაპირისპირების შედეგად ორი არასრუწლოვანი დაიღუპა
თბილისშიც.
მასალის გამოყენების პირობები