ვიდეო
მოწვეული და ფეისბუქგამოკითხვით შერჩეული მომღერლები საახალწლო კონცერტზე ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერია ახალი წლის ღამეს გალა კონცერტში მონაწილეების შესარჩევად ფეისბუქგამოკითხვას ატარებს. საახალწლო სამზადისში  ქუთასელების ჩართვა მერიამ პირველად გადაწყვიტა, თუმცა,  როგორც ირკვევა პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ  მომღერლებთან და მუსიკალურ ჯგუფებთან, მათ შორის, როგორც ადგილობრივთან, ასევე,  ქვეყნის მასშტაბით სხვა შემსრულებლებთანაც. 

მერიაში ამბობენ, რომ  სოციალური ქსელით გამოკითხვის შედეგები კონცერტში მონაწილეებს  საბოლოოდ ვერ განსაზღვრავს, თუმცა, ამით ქუთაისელი მსმენელის გემოვნებას შეისწავლიან.

კონცერტი, სავარაუდოდ, ორ ნაწილად გაიყოფა. თავდაპირველად სცენას ადგილობრივი შემსრულებლები დაიკავებენ, კონცერტის მთავარი ნაწილი კი,  მოწვეულ სტუმრებს დაეთმობა.

რას ფიქრობენ ადგილობრივი შემსრულებლები  კულტურის სამსახურის ინიციატივაზე და  პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რა მოლოდინი აქვთ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით? ნახეთ ვიდეოსიუჟეტი: 


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი 31 დეკემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება. კონცერტზე უკვე მოწვეული შემსრულებლების ვინაობას მერიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ.
Print