ვიდეო
ხანდაზმულების ცხოვრება ოჯახისგან შორს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონი, 1993 წლიდან ფუნქციონირებს. დაწესებულება ქუთაისში, სოლომონ მეორის მეოთხე ჩიხში, #6-ში მდებარეობს. სადაც ამ დროისთვის 85 ბენეფიციარი ცხოვრობს. ხანდაზმულთა პანსიონს 5 სართულიანი შენობის სამი სართული უკავია, სადაც ქალები 60, ხოლო მამაკაცები 65 წლის ასაკიდან ცხოვრობენ. ხანდაზმულთა პანსიონში მოსახვედრად მსურველებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ, სწორედ სააგენტოს რეკომენდაციებით ხდება ბენეფიციარების გადანაწილება პანსიონატებში.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას 95 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. სადაც მათ სამედიცინი, ფსიქოლოგიური მომსახურება უფასოდ უტარდებათ. კვებას, მომსახურებას, თუ სხვა ხარჯებს საქართველოს შრომის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აფინანსებს და თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 16 ლარი არის გამოყოფილი.

ხანდაზმულთა ბენეფიციარში მცხოვრები მოხუცებს, კანონის შესაბამისად, თვეში ერთხელ ერიცხებათ პენსია. ასევე, მათ უფლება აქვთ წელიწადში 20 დღის განმავლობაში დატოვონ პენსიონატის შენობა ე.წ. შვებულებით ისარგებლონ.

Print