ვიდეო
გაუქმებული პრემია და შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის ხარვეზები (ვიდეო)
FaceBook
2018 წლიდან  საჯარო დაწესებულებებში პრემია აღარ გაიცემა. საჯარო სამსახურის ბიურომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა.

ახალ კანონში,  ტერმინი პრემია აღარ იარსებებს, მის ნაცვლად კი,  საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ჯილდოს, სახელფასო და საკლასო დამანატს მიიღებენ, თუმცა, ყველა შემთხვევაში დაწესდება გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვარი.

კონკრეტულად, საჯარო მოხელე ჯილდოს სახით მისი წლიური ხელფასის მხოლოდ 10%-ის მიღებას შეძლებს, სახელფასო დანამატი კი არ შეიძლება,  ასევე, წლიური ხელფასის 20%-ე მეტი რაოდენობით გაიცეს, ხოლო საკლასო დანამატის რაოდენობა საჯარო მოხელის რანგზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, ამასთანავე, შესაძლებელია, საჯარო მოხელემ წახალისების სამივე ფორმა  მიიღოს.



კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად კანონში დათქმას მიიჩნევს,  რომლის მიხედვითაც მთავრობას შეეძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში თავად განსაზღვროს გასაცემი ჯილდოსა და დანამატის რაოდენობა. 

ამასთანავე, კანონპროექტი არ ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ დაწესებულებებსა და სსიპ-ებს. 

შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი უკვე განხილულია და პარლამენტის 6 კომიტეტში და პირველ მოსმენას ელოდება.
Print