ვიდეო
ზესტაფონის სოფელში რუსთაველის გაუჩინარებული ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონის სოფელ სვირში 10 წლის წინ გაუჩინარებულ შოთა რუსთაველის ბიუსტი, სავარაუდოდ, სკოლის ეზოში არსებულ აუზშია ჩამარხული.

ამის თაობაზე, თავად სკოლის პედაგოგები საუბრობენ.

მათი თქმით, ბიუსტი სარემონტო სამუშაოების დროს 10 წლის წინ დაზიანდა, რის გამოც სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ძეგლის თავიდან მოშორება ერთპიროვნულად გადაწყვიტა.

აუზიდან ძეგლის ამოღებას ითხოვს სოფელში მცხოვრები ადვოკატი სპარტაკ კაპანაძე, რომელიც თვითნებურად აუზის გათხრის სამუშაოების წარმოებისთვის დააჯარიმეს.

"თავის ადგილზე დააბრუნონ ძეგლი," - აცხადებს კაპანაძე.

რას ყვებიან პედაგოგები და თავად სპარტაკ კაპანაძე, რომელიც ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებას ოთხოვს, ნახეთ ვიდეო:



ამავე თემაზე:

სვირის სკოლაში შოთა რუსთაველის გაუჩინარებული ბიუსტი და ძიებისთვის დაჯარიმებული ადგილობრივი
Print