ვიდეო
ძველი და ახალი სახეები - ვინ რა გეგმით მოვიდა ქუთაისის საკრებულოში (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობა ექიმებით, მეწარმეებით, პოლიტიკოსებით და იურისტებით დაკომპლექტდა.

ზოგიერთი მათგანი ახალი სახეა, თუმცა, რამდენიმე დეპუტატს უკვე აქვს საკრებულოში მუშაობის გამოცდილება.

მაგალითად, ქუთაისის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ "ქართული ოცნების" პარტიული სიით გასული ალექსანდრე ახალაძე და მაი სიმონიძე. ქუთაისის პირველი და მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი, მაია სიმონიძე ქალაქში  მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს სამკერვალო "იმერის"  მფლობელია.

საკრებულოს ამჟამინდელი  თავმჯდომარე,  ნიკოლოზ ლატარია წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.  ის კოლეგებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ დეპუტატი  ხელფასს და სახელფასო დანამატს ქველმოქმედებაში ხარჯავდა.

წინა მოწვევის საკრებულოდან დეპუტატის მანტადი შეინარჩუნეს ოპოზიციის დეპუტატებმაც: დავით გოგისვანიძემ, ბესიკ ბრეგაძემ და გია უკლებამ. ეს უკანასკნელი, კოლეგებისგან  სხდომებზე აქტიური ოპონირებით და გაცდენებით  გამოირჩეოდა. 

ვის რა გეგმა აქვს და რა  იქნება პრიორიტეტი  ახალი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოში, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




"ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატი, "ევროპული საქართველოდან" -2, ხოლო დანარჩენი მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან - ასეთია ქუთაისის მეექვსე მოწვევის 25 მანდატიანი საკრებულოს პარტიული შემადგენლობა.
Print