ვიდეო
"საჭიროა მონიტორინგი" - დამსაქმებლები და მუშები სიმაღლეზე მუშაობის სპეციალური სწავლებაზე (ვიდეო)
FaceBook
2018 წლის მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს.

დადგენილების ფარგლებში დამტკიცდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტებიც.



2007-2016 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 414 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი.

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 30 - ე დანართში გათვალისწინებულია 28 ევროდირექტივა, რომლის მიხედვით საქართველომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, აღსრულების ბერკეტები უნდა გააუმჯობესოს.
Print