ვიდეო
"ადამიანი უნდა იყოს პრიორიტეტი" - ქუთაისელები 2018 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ, საკრებულოს ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად 15 ნოემბერს  გადაუგზავნა.
დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ჯერ კომისიებში უნდა განიხილონ. შენიშვნების არსებობის შემთხევაში კი მას 10 დღის ვადაში კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებენ. 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 52 500 000 ლარია. ამ მონაცემებით მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებელი ვერსია 927 200 ლარით მეტია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, 2018 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტული სფეროები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური, ეკონომიკისა და განათლების საკითხები იქნება.

რა სურს თავად ადგილობრივებს და რა საკითხები მიაჩნიათ პრიორიტულად, ნახეთ ვიდეო:




ამავე თემაზე:


ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 15 ნოემბერს გადაეგზავნება

ქუთაისის მერია 2018 წლის ბიუჯეტს საკრებულოს 15 ნოემბრამდე წარუდგენს
Print