ვიდეო
მარტოობის ოცი წელი ვაგონში (ვიდეო)
FaceBook
63 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 20 წელია მატარებლის მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს. ერთი საწოლი და სკამი, შეშის ფეჩი,  კედლებზე აკრული ხის ნაჭრები, ოჯახის გარდაცვლილი წევრების ფოტოები –  ეს ის ნივთებია, რომელსაც ნათელა ხუჭუას საცხოვრებელ ოთხში ნახავთ. 



ის  გვიყვება,  რომ ადრე მკერავი იყო, თუმცა, საქმის გაგრძელება ვერ შეძლო. შემდეგ ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო საკუთარი სახლიდან წასვლა მოუწია და უკვე მეოცე წელია ღამეებს მიტოვებულ ვაგონში ათენებს. მისთვის უკვე სახლად ქცეული ვაგონი, დასახლებიდან შორს, ავტოქარხანაში შარვაშიძის ქუჩა #53-ში ჩვილ ბავშთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  დგას.



ნათელა ხუჭუას შემოსავალი თვეში, სოციალური დახმარებიდან მირებული 60 ლარი  და 180 ლარიანი პენსიაა. ის გვიყვება, რომ მარტო ყოფნა უფრო უჭირს და სურვილი აქვს ცხოვრება მოხუცთა თავშესაფარში გაატაროს.

როგორ და რა პირობებში ცხოვრობს ნათელა ხუჭუა ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:

Print