ვიდეო
"გაძვირდა საჭმელი, ფული აღარ იშოვება" - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები, ამირან ფოფხაძე. ის მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, კომუნალური გადასახების  მომატებით გამოწვეულ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ გაზრდილი გადასახების გადახდას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. 

Print