ვიდეო
ასათიანის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა 4 თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, არხების ნაწილი ჯერ ისევ ღიაა, სამშენებლო ნარჩენები კი კვლავ ტერიტორიაზე რჩება.
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში", რომელიც ქუჩაზე სანიაღვრე სისტემას აწყობს,  ამბობენ, რომ სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო გაჭიანურდა, რომელთა დაზიანებისგან თავიდან აცილების მიზნით ნელ ტემპში უწევდათ მუშაობა. 

რაც შეეხება არხების ღია ნაწილს, სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ცხაურები უნდა მოწეყოს, რომლებიც მას შემდეგ დაიგება, რაც ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა. 

როგორ გამოიყურება ასათიანის ქუჩა, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოსიუჟეტი:



ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობამდე, გასული წლის გაზაფხულზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაწყო, თუმცა, სამუშაოები თითქმის ორი წელი გაჭიანურდა.  სამუშაოებზე პასუხისმგებელმა თურქულმა კომპანია smk-მ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტემპის დაჩქარებას არამდგრადი ამინდები უშლიდა ხელს, უმრავლეს შემთხვევაში კი კომპანიაში ამ საკითხზე განმარტებებს რ აკეთებდნენ.

smk-ს მუშაობის ტემპით უკმაყოფიელბას ვერც მისი დამქირავებელი "გაერთიანებული წყალმომაარგების კომპანია" და ვერც ადგილობრივი ხელისუფლება მალავდა, თუმცა, თურქული კომპანია ხარვეზებით და გაჭიანურებულ ვადებში შესრულებული სამუშაოების გამო არ დაჯარიმებულა.

smk ქალაქის მასშტაბით წყლის სისტემის მოწყობას ახლაც აგრძელებს.

სამუშაოებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი იხარჯება. 


ამავე თემაზე:


ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს






Print