ვიდეო
გაძვირებული პროდუქტით უკმაყოფილო მოსახლეობა და ეკონომიკური კრიზისი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
გაძვირებული პროდუქტი და საწვავი ქუთაისელების კრიტიკის საგანი გახდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფასების ზრდის პირობებში მათთვის ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე ხდება. 

"ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა თითოეული ოჯახი და ეს ფასების ზრდა კიდევ უფრო მძიმე საცხოვრებელ პირობებს გვიქმნის," - ამბობენ ქუთაისში მცხოვრებლები.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქუთაისში საწვავის ფასი საშუალოდ 0.10 - 0. 15 ლარით გაიზარდა. ხოლო პროდუქტების ფასები სხვადასხვა სახეობაზე 0,20 - 0,70 - მდე მერყეობს.

როგორ აფასებენ ადგილობრივები სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებს ნახეთ ვიდეო:



Print