ვიდეო
"ზოგჯერ ბავშვები დაჩოქილები ჭამენ" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)
FaceBook
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, რიფსიმე გერქიანია.
35 წლის რიფსიმე გეორქიანი, ქუთაისში თაბუკაშვილის #205 ნომერში მეუღლესთან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ერთი საწოლი, ნანათხოვარი ტელევიზორი, მეზობლისგან ნაჩუქარი ტანსაცმლის და სამზარეულოს კარადა და ორი ტაფა – რიფსიმე გერგიანის ოჯახში მხოლოდ ამ ნივთებს შეხვდებით. სოციალურად დაუცველ ოჯახის ყოველდღიური საკვები, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, მაკარონი და ბრინჯია, რომელსაც ზოგჯერ მეზობლები ჩუქნიან.

რიფსიმე გეორქიანი გვიყვება, რომ სკოლიდან დაბრულებულ ბავშვებს უკვე მესამე დღეა შემწვარ მაკარონს უმზადებს, რადგან სხვა პროდუქტის ყიდვის საშუალება არ აქვს. მისი თქმით, უკვე 6 თვეა მის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიაში ვალი აქვს.

"რომ ვერ გავისტუმრე ერთ დღესაც უარით გამომიშვეს მაღაზიიდან. მითხრეს ჯერ ვალი გაისტუმრე და მერე კიდევ გაგატანთო" , - გვიყვება რიფსიმე გეორქიანი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ყოველი თვის 20 რიცხვში იღებენ, მათთვის კი ეს დღე დღესასწალად იქცევა ხოლმე, რადგან, რიფსიმეს თქმით, ბავშვებს მონატრებულ ტკიბლეულს და საჭმელს ყიდულობს.

ახლა მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდება 20 ნოემბერს, რადგან სოციალური დახმარება სწორედ ამ  დროსდაერიცხებათ და უფროსი 11 წლის ანისთვის ზამთრის ფეხსაცმელის ყიდვას შეძლებენ.

როგორ პირობებში ცხოვრობენ და რა ენატრებათ ყველაზე მეტად ნახეთ ვიდეოსიუეჟეტში:




ამავე თემაზე:


"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი

"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს
"ორი მცირეწლოვნის დედა ვარ და ვითხოვ თავშესაფარს" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)

"ვცხოვრობთ უმძიმეს პირობებში" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)


Print