ვიდეო
დაგროვებითი პენსია, როგორც ვალდებულება (ვიდეო)
FaceBook
წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს შექმნის ინიციატივას განიხილვას. მთავრობის ინიციატივა, რომელიც დაგროვებითი პენსიის ფონდის შექმნას გულისხმობს, 18 წლიდან 40 წლამდე, სახელმწიფო სამსახურსა თუ კერძო სექტორში დასაქმებული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება. ისინი კი, ვისაც პროგრამის ამოქმედების მომენტში 40 წელი შუსრულდება, პენსიას ნებაყოფლობით დააგროვებს.

დაგროვებით პენსიის პრინციპში დასაქმებულთან ერთად სახელმწიფო და დამსაქმებელი მონაწილეობს, რომლებიც დასაქმებულთან ერთად, ყოველ თვეში დარიცხული ხელფასის 2%-ს საპენსიო სააგენტოში გადარიცხავს. ხელფასის  2%  დაუბეგრავი ნაწილიდან ჩამოიჭრება.

რას ფიქრობენ ქუთაისელები დაგროევბითი პენსიის პროგრამაზე და რა რისკებს ხედავენ-ნახეთ ქუთაისიპოსტის სიუჟეტი.



ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მუშაობს.  პროგრამის სავალდებულო ხასიათი კი, მისი ეფექტური მუშაობისთვის არის აუცილებელი, რადგან ფონდში გარკვეული რაოდენობის თანხის მობილიზება უნდა ხდებოდეს. 

სამთავრო  ინიციატივა  განსახილველად საქართველოს პარლამენტში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. 


ამავე თემაზე:

საპენსიო რეფორმა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო იქნება


Print