ვიდეო
უმცროსი სერჟანტის საბედისწერო მისია (ვიდეო)
FaceBook
2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, უმცროსი სერჟანტი, დიმა ბებიაშვილი დაიღუპა.

ის ზესტაფონის სოფელ მარტოთუბნიდან იყო. დიმა ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურებდა. სამშვიდობო ოპერაციებში 2012 და 2014 წლებშიც მონაწილეობდა, მესამე მისია კი ვადაზე სამი თვით ადრე, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარედ თავდახმისას, ერთობლივი პარტულირებისას დაასრულა.

დიმა ბებიაშვილს 23 ოქტომბერს 26 წელი შეუსრულდა. გარდაცვალების შემდეგ, გმირობისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვეს.

Print