საზოგადოება
საპენსიო რეფორმა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო იქნება
FaceBook

2018 წლიდან საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელება იწყება.

ახალი რეფორმის მიხდვით, საქართველოში მცხოვრები 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო, ხოლო იმ ადამინებისთვის ვისაც 40 წელი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდათ ნებაყოფლობითი იქნება. საპენსიო რეფორმა, ასევე ნებაყოფლობითია თვითდასამქმებული ადამიანებისთვისაც.

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო თანხის დაგროვებისთვის თანხას გადაიხდის, როგორც დამსაქმებელი ანუ კერძო კომპანიაც და ასევე, სახელმწიფო და თავად დასაქმებულიც, ანუ კერძო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებელი თითოეული თანამშრომლის საპენსიო ფონდში ჩარიცხავს 2%-ს ისევე როგორც, დასაქმებულიც ჩარიცხავს დასაქმებულის ანგარიშზე ერთი თვის ხელფასის 2%-ს.

რაც შეეხება, სამთავრობო სამსახურებში დასაქმებულებს, სახელმწიფო გადაიხდის 2 %-ს თავად, ამ სტრუქტურაში დასაქმებულიც გადაიხდის მისი ერთი თვის ხელფასის  2%-ს.

თვითდასაქმებული ადამიანებისთვის საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო არ არის, ისინი სურვილის შემთხვევაში მათი ანაზღაურების 4% მათ საპენსიო ანგარიშზე შეიტანენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო რეფორმა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან  უკვე ასაკით პენსიონერები, ასევე, რეფორმა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და არ იღებენ შემოსავალს. რეფორმა ასევე, არ ვრცელდება ადამიანებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

"დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება, ისევე, როგორც მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს" -  განმარტავენ  ეკომომიკის სამინისტროში.

საპენსიო რეფორმის მიხედვით, პენსიის გატანა, ლიმიტირებული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელს. თუმცა, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მისი საპენსიო დანაზოგის მთლიანი თანხით მიღება.

"საპენსიო თანხის გადანაწილება თავად პენსიონერის სურვილზე იქნება დამოკიდებული, მას შეუძლია გაანაწილოს ის ვრცელ პერიოდზე და მიიღოს თანხა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა პენსიონერს მთელი თანხის გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის გახდება შშმ პირი ან დატოვებს საქართველოს და გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე" - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გარდა დაგროვებითი პენსიისა ასევე შენარჩუნებული იქნება სახელწიფოს მიერ გაცემული პენსიაც, თუ პენსიონერი გარდაიცვლება მისი დაგროვებული თანხა გადაეცემა პენსიონერის მიერ მითითებულ მემკვიდრეს.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმისთვის  ხარჯები უკვე გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტში.  კანონპროექტი უკევ მზად არის და ის პარლამენტს  მიმდინარე წელს წარედგინება, ხოლო ძალაში 2018 წლის მეორე ნახევრიდან შევა.
Print