ვიდეო
ქუჩის მოდა მაღალი ქუსლებით ქუთაისში (ვიდეო)
ქუსლიანი ფეხსაცმელი - ქალების ჩაცმულობაში მაღალი ქუსლები აქტუალურობას არ კარგავს.
როგორია ქუჩის მოდა მაღალი ქუსლებით ქუთაისში - ნახეთ ვიდეო:




ქუსლებზე პირველები არა ქალები, არამედ მამაკაცები დადგნენ – უძველესი ქუსლიანი მამაკაცის წუღები მე-9 საუკუნის სპარსეთშია აღმოჩენილი.
ქალის პლატფორმები – ე.წ. შაპენები უფრო გვიან გაჩნდა და მე-15 საუკუნეში თურქეთიდან ევროპაშიც შემოვიდა. მათი დანიშნულება ბანალურად პრაქტიკული იყო – ქალებს არ სურდათ ფაშფაშა და კოჭებამდე კაბის კალთები ქუჩის მტვერსა და ტალახში ამოეგანგლათ.
მე-16 საუკუნეში საფრანგეთის დედოფალმა კატრინ დე მედიჩიმ შაპენები ცერად გამოათლევინა, ისე, რომ ქუსლი ტერფზე მაღალი ყოფილიყო, რითიც მაღალი ქუსლები პრაქტიკული ატრიბუტიდან მოდის აქსესუარად აქცია.
Print