"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაში 14 აგვისტოს განახლდება
FaceBook
თბილისში, "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო მატჩი, რომელიც ჩხუბის გამო ჩაიშალა, 14 აგვისტოს  განახლდება. თამაში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 18:30 სააათზე  დაიწყება და ის მხოლოდ 7 წუთს  გასტანს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. 

ფედერაციის მიერ მიღებული დებულების მიხედვით, ანგარიში 2:0 შენარჩუნდება. 

"ლოკომოტივი" და "ტორპედოს" გუნდების თამაში 11 აგვისტოს იყო, რომელიც მსაჯმა 85-ე წუთზე გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირების გამო შეწყვიტა. რაც შეეხება, სანქციებს,  რომელიც შესაძლოა გუნდებს დაეკისროს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი 15 აგვისტოს  სხდომაზე იმსჯელებს. 

ამავე თემაზე:

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა



ბაქარ ლიკლიკაძე




Print