ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, 2009-2010 წლებში დაბადებულთა
შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი, 26-31 ოქტომბერს, მცხეთაში
ჩატარდა და მასში 7-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ინფორმაციით,
,,ქუთაისმა” ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო (თბილისი-ქუთაისი 1:3;
ბათუმი-ქუთაისი 0:3; მარტვილი-ქუთასი 0:3).
ნახევარფინალში ქუთაისელმა ფრენბურთელებმა გურჯაანი დაამარცხეს,
ანგარიშით 3:0. ფინალში კი დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგეს ,,თბილისს” და
ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს (მწვრთნელები: გრიგოლ ჭოლაძე, პაატა
გორდაძე, თამაზ ჟორჟოლიანი).
საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ,,ქუთაისის”ფრენბურთელი ნიკოლოზ
გოჩელაშვილი დასახელდა, საუკეთესო გარე თავდამსხმელად კი - დავით
ჩიტაიშვილი. საუკეთესო ლიბერო, ასევე, ქუთაისური გუნდის წევრი გიორგი
ხვადაგიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის შემდეგ ქუთაისური გუნდიდან ასაკობრივ
ნაკრებში მიიწვიეს: დავით ჩიტაიშვილი, ცოტნე კორძაძე, ნიკოლოზ
გოჩელაშვილი, გელა ჟორჟოლიანი და გიორგი ხვადაგიანი.
მასალის გამოყენების პირობები