მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება.
მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა
უმასპინძლებს.
მომავალი ვარსკვლავები თბილისსა და ქუთაისში ითამაშებენ.
მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს
რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა ექნება.
აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს
- 2008 და 2009 წლებში მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, მერე კი
12-მდე შემცირდა.
"გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს
20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა
ჩემპიონატს თამაშობენ - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია,
ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია
და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე
მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და
ურუგვაი" ,- განმარტავენ საქართველოა რაგბში.
2017 წელს, 20-წლამდელთა მე-10 ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში,
თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს „აია
არენა“ და „ავჭალის“ სტადიონი მასპინძლობდა, ფლეი ოფები და ფინალები
კი „მიხეილ მესხზე“ შედგა.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მის საორგანიზაციო
მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული
20-წლამდელთა ჩემპიონატი უწოდა. მაშინ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა
და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა (ფინალში ინგლისი 64:17
დაამარცხა), საქართველო კი მე-10 ადგილს დასჯერდა.
მასალის გამოყენების პირობები