კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდება
FaceBook
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ყაზახურ „ორდაბასთან" გამართავს.

თამაში დღეს, 10 ივლისს, „რამაზ შენგელია არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი ყაზახეთში 17 ივლისს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს, "ტორპედოსა" და "ორდაბასის" მატჩამდე, ქალაქში სამატჩო განწყობის ასამაღლებლად "ჯუნგლები" გარკვეულ აქტივობებს გეგმავენ. შეკრება 15:00 საათიდან მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში დაიწყება და “შენგელია არენისკენ" მსვლელობით დასრულდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა გულშემატკივარს შეეძლება.

"10 ივლისს ერთად გავავსოთ ტრიბუნები. გელოდებით სტადიონზე, შენს გუნდს სჭირდები!",- აცხადებენ "ტორპედოს" გულშემატკივრები. 

Print