ქუთაისელი სანდრო ბაზაძე, ხმლით ფარიკაობაში, მადრიდის მსოფლიო თასის ჩემპიონია
FaceBook
სანდრო ბაზაძე, მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის “Villa de Madrid”-ის ჩემპიონია.

ქუთაისელი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო. 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა. 

ნახევარფინალში მან კორეელი სპორტსმენი 15:13 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თურქ მეტოქეს 15:8 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.


Print