საქართველო - კაბო ვერდე - ქუთაისში გასამართი მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
FaceBook
8 ივნისს, ქუთაისში გასამართი საქართველო-კაბო ვერდეს მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს biletebi.ge-ზე უკვე შეუძლიათ და მისი ფასი 20 ლარიდან იწყება. 

8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისში ბრუნდება.

ვილი სანიოლის გუნდი, 8 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში, კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს შეხვდება.

მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ბოლო მატჩი, რომელიც ეროვნულმა გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშა, 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ 2-2 დასრულდა.

Print