ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით, Wizz Air ევროპის ჩემპიონატისთვის, დამატებით რეისებს შეასრულებს
FaceBook
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დამატებითი რეისები 18, 19, 26 და 27 ივნისს დორტმუნდის, ხოლო 22 და 23 ივნისს ჰამბურგის მიმართულებით შესრულდება.

მათივე ცნობით, ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ფიქსირებულ ფასად შეასრულებს. 1 მიმართულების ღირებულება 199 ევროა.

ბილეთების შესაძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com იქნება შესაძლებელი.

საქართველო, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე, F ჯგუფში, 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.




Print