ბაღდათელი პარასპორტსმენი ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
FaceBook
ბაღდათელი იაგო გორგოძე პარაწოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
მან სამი ცდით, საერთო ჯამში, 560კგ ასწია და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

იაგო გორგოძე ბაღდათში დაიბადა. ის პირველი ქართველი პარასპორტსმენია პარაოლიმპიურ სპორტის სახეობებში. იაგო 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე და კიდევ მრავალი ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირის ჯილდოს მფლობელია. 


Print