ქუთაისში, საქართველო-საბერძნეთის თამაშის ღია ჩვენება გაიმართება
FaceBook
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი, 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ კი ქუთაისში, თეთრ ხიდთან, ღია ჩვენება მოეწყობა.

"საგულშემატკივროდ თეთრ ხიდთან ვიკრიბებით - საქართველო უკრავს ერთ ტაშს, საქართველო ფორმაშია",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

საბერძნეთის ნაკრები თბილისში უკვე ჩამოფრინდა. ბერძნები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში 26 მარტს შეხვდებიან.

თამაში 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს ცნობილი პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის.



Print